კორელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია XIX-XXI საუკუნეების ქართველი
და უცხოელი მწერლების, მეცნიერების, ხელოვანების, სასულიერო პირების, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების
პირადი არქივები. ცენტრში
აგრეთვე იახება საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოებისა და სინოდის კანცელარიის (ქ. ლენინგრადი, ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) საარქივო
მასალები.
საზოგადო
მოღვაწეთა პირადი არქივების ფონდად ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს სახელმწიფო
მუზეუმში დაიწყო. შემდგომში, წლიდან წლამდე, ფონდი ივსებოდა საარქივო მასალების შემოწირულობებისა და შესყიდვის გზით.
საარქივო მასალის დამუშავება სამი მიმართულებით მიმდინარეობს: ა) დოკუმენტების აღწერა, კლასიფიკაცია; ბ) აღწერილობის მომზადება; გ) საარქივო ერთეულების მეცნიერული პუბლიკაცია.
კორნელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობის
განყოფილებაში ინტენსიურად გრძელდება პირადი არქივების დამუშავება, აღწერილობების
შედგენა და დოკუმენტების პუბლიკაცია. ამჟამად მკითხველთათვის ხელმისაწვდომია 140-ზე
მეტი პირადი საარქივო ფონდი, ხოლო დამუშავების პროცესშია ერთ ათეულზე მეტი.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პირადი არქივები: