რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოთ მომართვა სათანადო დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან. მომართვაში უნდა იყოს აღნიშნული შესასწავლი საკითხის თემა და შესწავლის მიზანი. ამასთანავე, ფონდებზე სამუშაოდ მოსულმა მკვლევარმა ან მკითხველმა აუცილებელია შეავსოს ანკეტა (ჩამოტვირთეთ ანკეტა), წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი. ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ხელნაწერთა ცენტრის კანცელარიაში.
ფონდებზე მუშაობის ნებართვას იძლევა ცენტრის დირექტორი ან ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება თემის დამუშავებისათვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. ვადის გაგრძელების მოთხოვნისას საჭიროა ახალი მომართვის წარმოდგენა.
შენიშვნა: გამონაკლისის სახით, ცენტრის დირექტორის ან ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანლის ნებართვით, ფონდებზე სამუშაოდ შეიძლება დაიშვას ის პირიც, რომელიც სამსახურეობრივად არ არის დაკავშირებული რომელიმე კვლევით დაწესებულებასთან/ორგანიზაციასთან და აქვს პირადი ინტერესი.
მკითხველს შეუძლია გამოიწეროს მოძიებული მასალა (წინა დღით გამოწერილ ხელნაწერებს მკითხველი მიიღებს მეორე დღეს)მკითხველს ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს ხელზე: 2 ხელნაწერი ან შესაბამისი ფოტოპირი, 10 ისტორიული დოკუმენტი, 10 საარქივო ერთეული, რომელთა ფურცელთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 100 გვერდს და საარქივო ფოტოსურათების რაოდენობა არ აღემატება 20-30 ფოტოს.
თუ მკითხველის მიერ გამოწერილი ხელნაწერი არის დაზიანებული ან არის ეტრატი, რომელიც დაცვის მიზნით არ გამოდის საცავიდან, ის მიიღებს დიგიტალურ მასალას ან ფოტოასლებს ამ ხელნაწერებისას და ასე შეძლებს მუშაობას.
სამკითხველო დარბაზში მკითხველის არმოსვლის შემთხვევაში მასალა ბრუნდება საცავში (განისაზღვრება 1 კვირით).
მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოექცეს ხელნაწერებს. იკრძალება ნებისმიერი ტიპის მასალაზე ფოტოს გადაღება ან რაიმე შენიშვნის გაკეთება (ხაზის გასმა, ტექსტის ჩასწორება, ფურცლების გადაკეცვა/არევა).საცავში დაბრუნებული მასალა ხელახლა არ გაიცემა ერთი თვის განმავლობაში.
სამკითხველო დარბაზით სარგებლობა უფასოა.
უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობაში აკრძალულია:
- ფოტოგადაღება
- ვიდეოგადაღება
ფოტოგადაღება და ვიდეოგადაღება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციის ნებართვით. გადაღების სურვილის შემთვევაში განაცხადი კეთდება კანცელარიაში.
სამუშაო დღეები და სააათები:
ორშაბათი-პარასკევი
11.00-17.00