ბიბლიოთეკაში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული მკითხველისათვის. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში განთავსებულია წიგნადი ფონდის საძიებო კატალოგები, საცნობარო ლიტერატურა მკლევართათვის - ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ხელნაწერთა და საარქივო ფონდების აღწერილობები და ა. შ. მსურველს ეძლევა საშუალება გაეცნოს ახალ გამოცემებს - მუდმივმოქმედ სტენდზე.
ბიბლიოთეკისა და მუზემის ფონდი აერთიანებს არა მხოლოდ ქართულენოვან სამეცნიერო პუბლიკაციებს, არამედ ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, არაბულ, სპარსულ და ა. შ. გამოცემებსაც. გარდა ამისა, ძირითად ფონდში გაერთიანებულია აკად. ალ. ბარამიძის, ლევან და დავით მუსხელიშვილების, თამილა მგალობლიშვილის, მიხეილ კეკელიძის, ქართველი ემიგრანტების (დამუშავების პროცესში) კოლექციები. ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს 29085 წიგნს და 14381 პერიოდულ გამოცემას.
ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერთა - ილია აბულაძის, ზაზა ალექსიძის, შალვა ამირანაშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, ისიდორე დოლიძის, კორნელი კეკელიძის, ელენე მეტრეველის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიების, სიმონ ჩიქოვანის, ივანე ჯავახიშვილის და ვახტანგ ჯობაძის მემორიალურ კაბინეტებს.
2015 წლიდან რარიტეტის კაბინეტს მიენიჭა ქრისტინე შარაშიძის სახელობის იშვიათ გამოცემათა კაბინეტის სახელწოდება. კაბინეტში დაცულია პირველნაბეჭდი და ძველნაბეჭდი წიგნების იშვიათი კოლექცია.
კარტოგრაფის კაბინეტში დაცულია 160 ერთეულზე მეტი რუკა და ატლასი.
ბიბლიოთეკის საძიებო კატალოგით მკვლევარი გაეცნობა როგორც წიგნადი ფონდის ძირითად მასალას, ასევე მემორიალურ მუზეუმ-კაბინეტების ლიტერატურას და ქრისტინე შარაშიძის სახელობის იშვიათ გამოცემათა კაბინეტის წიგნებს.
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზით სარგებლობა უფასოა.
სამუშაო დღეები და სააათები:
ორშაბათი-პარასკევი
11.00-17.00