დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სარესტავრაციო საბჭო

სარესტავრაციო საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

– ისმენს და განიხილავს ინფორმაციას სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

– ისმენს ინფორმაციას ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილება), ასევე, კონსერვაციისა და რესტავრაციის ლაბორატორიის რეკომენდაციებს სარესტავრაციო-საკონსერვაციოდ პრიორიტეტული ექსპონატების შერჩევის, მათი რესტავრაცია-კონსერვაციის თანმიმდევრობისა და სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ;

– ისმენს წინადადებებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო საქმიანობის სფეროში სიახლის დანერგვის შესახებ;

– ისმენს ინფორმაციას სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების შესახებ;

– ისმენს სადავო საკითხების განხილვის მიზნითმოწვეული ექსპერტების მოსაზრებებსა და კონსერვაცია-რესტავრაციაში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექსტირების

შედეგების არსებულ ინფორმაციას;

– აფასებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის საერთო კრების მიერ დადგენილ ვადებსა და სტანდარტებთან. ამ მიზნით საბჭოს წევრები:

ა) ეცნობიან სარესტავრაციო პროცესის ამსახველ სრულ დოკუმენტაციას, ცალკეული ექსპონატის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესის ზუსტ აღწერილობას და საჭიროების შემთხვევაში სარესტავრაციო პასპორტში, იძლევიან შენიშვნებსა და რეკომენდაციებს;

ბ) სამ თვეში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში ეცნობიან სამუშაოს მიმდინარეობას. არსებული შენიშვნები განიხილება ადგილზე და საბოლოო გადაწყვეტილება ფიქსირდება

საბჭოს ოქმში.

– ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების კონტროლისა და ექსპონატების დაცვის ინტერესებიდან.

წევრები

ნინო ქავთარია

სარესტავრაციო საბჭოს თავმჯდომარე

აბულაძე თამარი

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

გლოველი შალვა

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

თარგამაძე ვასილ

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

თარგამაძე ნანული

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

კარანაძე მაია

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

კობაური ნინო

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

მანია ესმა

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

სურგულაძე მზია

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

ტატიშვილი ქეთევანი

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

ხიზანიშვილი ნათია

სარესტავრაციო საბჭოს წევრი

ციციშვილი ნინო

სარესტავრაციო საბჭოს წევრი