დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მუდმივმოქმედი გამოფენა

„ქართული ხელნაწერი წიგნი“

მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი წიგნი“ წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ ექსპოზიციას.
გამოფენაზე მოსულ ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს მულაჟების მეშვეობით იმოგზაუროს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სამყაროში VII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე. ექსპოზიცია იწყება ჩვენამდე სრული სახით მოღწეული პირველი ქართული ხელნაწერი წიგნით (VII ს.).

გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი თემატიკის ხელნაწერები:
ბიბლიური წიგნები
საერო ლიტერატურა
ასტროლოგია
ფილოსოფია

გამოსარჩევია ხელნაწერთა შექმნის და დაცულობის გეოგრაფიული არეალი: პალესტინა, სინის მთა, ტაო-კლარჯეთი, კონსტანტინოპოლის რომანას მონასტერი, აფხაზეთი და შიდა ქართლი.

გამოფენის გამორჩეული ექსპონატებია:
მეფე თამარის დაკვეთით გადაწერილი სახარება
მოქვის მონასტერში გადაწერილი და ოქროთი შემკული მოქვის ოთხთავი
მეფეების სოლომონ I-ისა და გიორგი XI-ის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები






კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოქმედებს სამი მუდმივმოქმედი საგანმანათლებლო პროგრამა:
- ჩემი შექმნილი წიგნი
- ხელნაწერი წიგნის შექმნა
- წიგნთან მოპყრობის მარტივი წესები

სამიზნე აუდიტორია
სკოლის წინარე ასაკის ბავშვები (5-6 წლის ბავშვები)
სკოლის დაწყებითი საფეხური (I-IV კლასები)
რეგისტრაცია
გამოფენის სანახავად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია
ტელეფონი: 032 2 47 42 42

სამუშაო დღეები:
ორშაბათი-პარასკევი
11:00 საათიდან - 17:00 საათამდე