დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


გამოფენები

16 აპრილი, 2025

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული ენისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული ენისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის საარქივო დოკუმენტები: “დედაენისთვის” შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები, გოგებაშვილის სახელმძღვანელოებისათვის შემქნილი ოსკარ შმერლინგისეული ილუსტრაციების ორიგინალები, იაკობისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების მიმოწერა “დედაენის” შექმნის პროცესთან დაკავშირებით, პირველნაბეჭდი “დედაენა”, ანბანის პირველი ბეჭდური გამოცემა - 1629 წელს რომში დაბეჭდილი “ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, დედაენის” 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადაეცა ქალაქ რუსთავის სამრევლო სკოლის "მთაწმინდელი" მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ გადაწერილი ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სამრევლო სკოლის დირექტორი, დიაკონი გიორგი ღვალაძე.
გამოფენა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.