კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მეფე ვახტანგ VI-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს. ღონისძიება გაიმართა მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და მიზნად ისახავდა მეფე ვახტანგ VI-ის მრავალმხრივი მოღვაწეობის, მისი მეცნიერული, მთარგმნელობითი და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას.
ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მოწვეული ინსტიტუციების მკვლევრებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც ასახავდა მეფე ვახტანგ VI-ის მრავალფეროვან ინტერესებსა და მოღვაწეობის ძირითად მიმართულებებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ექსპოზიცია, სადაც გამოიფინა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალა: მეფე ვახტანგ VI-ის მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები, ვახტანგ VI-ის „ქიმიის სახელმძღვანელო“ - “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის“, სახელმძღვანელოში მოცემული რეცეპტების მიხედვით დამზადებული ძვირფასი ქვების იმიტაციები.
ვახტანგ VI-ის რეცეპტების - „ფერად-ფერადი ჭიქების დამზადების“ რეკონსტრუქცია განხორციელდა შოთა რუსთაველის მიერ დაფინანსებული პროქტის „საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში” ფარგლებში.