კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აკადემიკოს ზაზა ალექსიძის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელმა, დალი ჩიტუნაშვილმა გახსნა. ღონისძიებას სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა იმ მრავალმხრივ სამეცნიერო საკითხებს, რომლებზეც აქტიურად მუშაობდა აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე, შუა საუკუნეების ქართულ-სომხური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები, ბიბლიის თარგმანი ქართულ ენაზე, ანისი და მისი მემკვიდრეობა, ისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები, როგორც ისტორიული წყარო და ა.შ.
აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე იყო ქართული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლის კვლევები მოიცავდა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის ისტორიულსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ⓕ https://www.facebook.com/share/p/1DoW39s4Ab/