კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ზაზა ალექსიძის სახელობის მუდმივმოქმედი სემინარი გაიმართა.
სემინარი თემაზე - "ბიბლიის ტექსტის გადამწერები და შემსწორებლები Jer.geo-7/11 და Ivir.geo-1 ხელნაწერებში დაცული მცირე წინასწარმეტყველთა წიგნების მიხედვით“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა თამარ მაგრაქველიძემ წაიკითხა.
მომხსენებელმა გაანალიზა ძველი აღთქმის ხელნაწერებში (Jer.geo-7/11 და Ivir.geo-1) დაცულ მცირე წინასწარმეტყველთა ტექსტებში არსებული შეცდომები გადამწერისეული და დედნისეული შეცდომების დასადგენად. გამოყო მუშაობის პროცესში აღნუსხული და დადგენილი კორექტურების ტიპები და მეთოდები, რამაც საშუალება მისცა განესაზღვრა, თუ რამდენი შემსწორებლის ხელში გაიარა ხელნაწერებმა.
მოხსენების ბოლოს ყურადღება გაამახვილა განკვეთილობისა და სასვენ ნიშნებზე, ასევე, პირობით აღნიშვნებზე, რომლებითაც ბიბლიის ხელნაწერებში მონიშნულია იერუსალიმური და კონსტანტინეპოლური ლიტურგიკული პრაქტიკის შესაბამისი საკითხავების დასაწყისები და დასასრულები.