დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


29 ოქტომბერი, 2019

ვალერიან გაბაშვილის თხზულებათა სამტომეულის წარდგენა

29 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა რუსუდან გვარამიას სემინარის პირველი სხდომა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ვალერიან გაბაშვილის თხზულებათა სამტომეულის წარდგენა.
რუსუდან გვარამია (1930-2012) ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღიარებული მკვლევარი, ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების ცნობილი პუბლიკატორი, არაბულ ხელნაწერთა აღმწერი, „აკადემიური
ორიენტალიზმის“ გამორჩეული წარმომადგენელია.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 1500-მდე არაბული ხელნაწერის
კოდიკოლოგიური კვლევა და კატალოგების შედგენა მის სახელთანაა
დაკავშირებული.