დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


31 მარტი, 2025

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებები წაიკითხეს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა მაია მაჭავარიანმა და დალი ჩიტუნაშვილმა. მაია მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილი თემა შეეხებოდა კრებულს, რომელშიც შესულია სხვა ხელნაწერებიდან ცნობილი ტექსტებისა და თარგმანების თავისებური, განსხვავებული რედაქციები. მეორე მოხსენებაში დალი ჩიტუნაშვილმა განიხილა იერუსალიმური ლექციონარის ძველი აღთქმის საკითხავები და იოანე ზოსიმეს საძიებელი.