დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


18 სექტემბერი, 2020

ოსმალური ნარატიული წყაროები 1578 წელს ქართლის დაპყრობის შესახებ

18 სექტემბერს ჩატარდა რუსუდან გვარამიას სახელობის სემინარი. მოხსენება სათაურით „ოსმალური ნარატიული წყაროები 1578 წელს ქართლის დაპყრობის შესახებ“ წარმოადგინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა, თამარ პაპუაშვილმა.
სემინარი დაიგეგმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უცნობი ოსმალური წყარო ლალა მუსტაფა ფაშას საქართველოში ლაშქრობის შესახებ (1578-1580წწ.)“ ფარგლებში.