დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

13 დეკემბერი, 2025

ირანის პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრების ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ ირანის ეროვნული მეჯლისის დეპუტატები, პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრები ისმაილ სიავოში, აჰად ბიუთე და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათ ნეჟადი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრში დაცული სპარსული ხელნაწერები, რითაც მათ შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გასცნობოდნენ ქართულ–სპარსულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს.
შეხვედრა გაიმართა ცენტრის აღმოსავლური განყოფილების მეცნიერ თანამშრომლებთან, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს ცენტრში დაცულ მრავალფეროვან ხელნაწერთა კოლექციებზე, მათ შორის სპარსულ, არაბულ, თურქულ და სხვა აღმოსავლურ საბუთებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხელნაწერთა მნიშვნელობაზე კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ისტორიის შესწავლისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის კონტექსტში.