კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორი დაწესებულების ურთიერთობის განვითარებას და თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების, გამოფენების, სამეცნიერო სემინარების ჩატარების გზით. აგრეთვე, მეცნიერების ურთიერთგაცვლას და მათ ჩართვას ერთობლივ სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ეკატერინე ანთიამ.