დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მუზეუმ-კაბინეტები

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მემორიალური სივრცეები.


აბულაძე ილია
ილია აბულაძე (1901-1968) – ქართველი ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის პირველი დირექტორი (1958-1968). ილია აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 1968 წელს. კაბინეტში დაცულია მრავალი წიგნი და პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და ევროპულ ენებზე. მათ შორის არის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული მრავალი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის გამოცემა. კაბინეტში ინახება ილია აბულაძის პირადი ნივთებიც, რომელთაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
ალექსიძე ზაზა
ზაზა ნიკოლოზის ძე ალექსიძე, გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, არმენოლოგი, ძველი ქართული და სომხური წყაროების მკვლევარი, პალეოგრაფი და ეპიგრაფისტი, ქრისტიანული კავკასიის ისტორიის მკვლევარი და ალბანოლოგიის ფუძემდებელი, არმენოლოგთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984 წ.), პროფესორი (1985 წ.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2002 წ.), აკადემიკოსი (2013 წ.), გელათის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და წევრი (1997 წ.), საფრანგეთის წარწერათა და ნატიფ დამწერლობათა აკადემიის მუდმივი წევრი. მის მემორიალურ კაბინეტში ინახება ჰუმანიტარული მეცნიერების თითქმის ყველა დარგის, განსაკუთრებით კი წყაროთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის შრომები ქართულ, სომხურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებზე. კაბინეტში დაცულია უნიკალური სომხური გამოცემები, მათი დიდი ნაწილი დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჰრ. აჭარიანის „საკუთარ სახელთა ლექსიკონი“, რომელიც ფასდაუდებელი წყაროა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ სამხრეთ ამიერკავკასიის ისტორიის შესასწავლად. ამავე ფონდში დაცულია სომეხი ისტორიკოსის ლეოს (არაქელ ბაბახანიანის) თხზულებათა ხუთტომეული, ჰრ. აჭარიანისა და მ. აბეღიანის თხზულებები, სომხური ენის განმარტებითი ლექსიკონები, მატენადარანის გამოცემა Մատենագիրք Հայոց (9 ტომი), რომელიც სომეხ ისტორიკოსთა და სომხურ ენაზე დაცული სასულიერო ლიტერატურის ახალ გამოცემებსა თუ რეპრინტს შეიცავს. ამასთანავე კაბინეტში ინახება სომხეთსა და მის საზღვრებს გარეთ დაცული სომხური ხელნაწერების აღწერილობები. კაბინეტში წარმოდგენილი მასალა მნიშვნელოვანია კავკასოლოგთა, საქართველოს ისტორიით, ქართულ-სომხური კულტურული, ლიტერატურული და ისტორიული საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.
ამირანაშვილი შალვა
ბერძენიშვილი ნიკო
დოლიძე ისიდორე
კეკელიძე კორნელი
მეტრეველი ელენე
პაპავა აკაკი და თამარ
სალია კალისტრატე და ნინო
ჩიქოვანი სიმონი
ჯავახიშვილი ივანე
ჯობაძე ვახტანგ
კარტოგრაფიის კაბინეტი