დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


საგაზაფხულო სკოლა
2025 წელი 2024 წელი 2023 წელი 2022 წელი
საზაფხულო სკოლა

მე-4 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა
„აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)"

The 4th International Spring School "Abkhazia: From Ancient Times to the Present (Historical-Culturological Aspects)"

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით:
საგრანტო ხელშეკრულება №OTG-II-24-191

Manuscript Logo Fond Logo Bib Logo Uni Logo School Logo

ა) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების სტატუსი: სეზონური სკოლა

ბ) თემატიკა: „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)"

გ) ჩატარების თარიღი: 22 – 28 მაისი, 2025

დ) ჩატარების ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ლადო გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი, საქართველო; კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ზ.ალექსიძის ქ. 2, თბილისი, საქართველო

ე) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ხანგრძლივობა: 7 დღე

ვ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების სექციები: 6 სასწავლო მოდული

ზ) საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მომხსენებელთა რაოდენობა: 44 (როგორც სეზონური სკოლის ლექტორები, ისე სკოლის სტუდენტები/მსმენელები)

თ) სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

პროექტის შესახებ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა აფხაზეთის თემატიკაზე მეოთხედ განხორციელდა. სკოლა დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების" საგრანტო კონკურსის ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება №OTG-II-24-191).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო სკოლის „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)" მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება უძველესი დროიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, უახლესი და მიმდინარე კვლევების გაცნობა, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა.

საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია უცხოელი, ქართველი და აფხაზი მკვლევარებისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის (გალის) საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

აღნიშნული სეზონური სკოლა განიხილება როგორც პლატფორმა ინტრა და ინტერინსტიტუციური თანამშრომლობისთვის სკოლის დეკლარირებული მიზნის მისაღწევად - თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრებას უძველესი დროიდან დღემდე; სკოლის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კვლევის მიმართულებით ახალი სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი კვლევებისათვის.

სკოლის პროგრამა

სკოლის სამუშაო პროგრამა მრავალფეროვანია და მკაფიოდ სტრუქტურირებული, მოიცავს 6 სასწავლო მოდულს:

  1. მოდული 1. ტერმინები „აფხაზი" და „აფხაზეთი"
  2. მოდული 2. შუასაუკუნეებამდელი აფხაზეთი (აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე)
  3. მოდული 3. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან" ოკუპირებულ ტერიტორიამდე
  4. მოდული 4. ყოფა აფხაზეთში (ეთნოლოგიური ექსკურსი)
  5. მოდული 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა
  6. მოდული 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში

მოდულების ფარგლებში ჩატარდა 25 ლექცია, მათ შორის - ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (თბილსსა და რეგიონებში), პანელური დისკუსია 5 მოხსენებით, ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამა. სკოლამ გააერთიანა აფხაზეთის ისტორიულ-კულტუროლოგიურ ასპექტებზე მომუშავე მეცნიერები და ექსპერტები.

სკოლის ფარგლებში გაიხსნა საგანგებო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ცენტრში დაცული, სკოლის თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები და საარქივო მასალა (ორიგინელები), ასევე, იშვიათი გამოცემები - „აფხაზური დედაენა" („ანბან შიყუ"), შედგენილი ქართული გრაფემებით, „ვეფხისტყაოსნის" აფხაზური თარგმანი (ქართული მხედრული შრიფტით შესრულებული). საერთაშორისო სკოლა დასრულდა მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციებით.

სკოლის ბენეფიციარები

2025 წლის საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში სულ შემოვიდა 35 განაცხადი, მათ შორის 13 უცხოელი (არგენტინა, სომხეთი, ბრაზილია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი) და 22 ქართველი აპლიკანტისგან.

კონკურსის საფუძველზე საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო 6 უცხოელმა მონაწილემ, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ უნივერსიტეტებს:

  • Queen Mary University of London (ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი)
  • University of Greenwich (გრინვიჩის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი)
  • University of Bologna (ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია)
  • Brandenburg University of Technology (ბრანდენბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გერმანია)
  • University of Cologne (კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია)

სკოლაში ჩაერთვნენ საქართველოს შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრანტები და დოქტორანტები:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სკოლის მასალების კრებული

პროექტის ფარგლებში მომზადდა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული გამოცემა - (საგაზაფხულო) სკოლის მასალების კრებული, რომელიც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი სამეცნიერო - საგანმანათლებლო რესურსი როგორც საუნივერსიტეტო, ისე ზოგადსაგანმანათლებლო სივრცისთვის.

ლექციის ვიდეოჩანაწერები

ფოტო გალერეა