კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლის აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი, რომელიც 40 ერთეულზე მეტ ყუთს შეიცავს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა და სიტემაში მოჰყავდა გიორგი ჩიტაიას ერთგულ მოწაფეს და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის აღმწერს პროფესორ თამილა ცაგარეიშვილს. დღეს გიორგი ჩიტაიას პირადმა არქივმა ბინა დაიდო ხელნაწერთა ცენტრის პირადი არქივების ფონდში, მისი დიდი მასწავლებლის ივანე ჯავახიშვილის ასევე დიდი კოლეგა-მეცნიერების: კორნელი კეკელიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, ისიდორე დოლიძის, შალვა ამირანაშვილის, აკაკი სურგულაძის, გიორგი მელიქიშვილის არქივების გვერდით.